აქტუალური
რუსეთს 2012 წლამდე შეუძლია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრება, – მიაჩნია მსო-ს გენერალურ დირექტორ პასკალ ლამის.
„მიმაჩნია, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრება რეალურია, ეს შეიძლება მოხდეს წლის ბოლომდეც“, – განაცხადა პასკალ ლამიმ „Reuters“-თან ინტერვიუში.
ლამიმ ხაზი გაუსვა იმ გაემოებას, რომ, როგორც ცნობილია, რუსეთის მსო-ში გაწევრებას საქართველო აფერხებს. ოფიციალური თბილისი მოსკოვს პირობად მათ შორის საზღვარზე არსებულ საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას უყენებს.ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში მსო-ში რუსეთის გაწევრების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და დღეს მეტი იმედია იმისა, რომ ეს მოხდება.
„თუმცა ადრე მე არასდროს მითქვამს რუსეთის მსო-ში ასე სწრაფად გაწევრების შესახებ“, – განაცხადა პასკალ ლამიმ.
ახლა კი შვეიცარიის შუამავლობით პროცესი დაჩქარდა.
„მგონია, ახლა არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება და საკმაოდაა ტექნიკური სიმწიფეც იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – ამბობს პასკალ ლამი.
საქინფორმი