უცხოეთი
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ეს ჩინეთის პრეზიდენტის მეხუთე ვიზიტია ყაზახეთში.

ასტანის აეროპორტში მას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი დახვდა.

სი ძინპინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს 24-ე სხდომას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მოლაპარაკებებს გამართავს ყაზახ კოლეგასთან, საუბრის მთავარი თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ძირითად სფეროებში თანამშრომლობა და რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

პრეზიდენტები განიხილავენ ახალ გეგმებს ჩინეთ-ყაზახეთის მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის.

ყაზახეთი ჩინეთის პრეზიდენტის ცენტრალურაზიური ტურნეს პირველი ქვეყანაა. ყაზახეთიდან სი ძინპინი ტაჯიკეთს ეწვევა.

1tv.ge