აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

გუშნდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.