აქტუალური
გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ სუს-ში განაცხადეს.

მათივე განმარტებით, აშშ-ში ლილუაშვილის ვიზიტი ყოველწლიურია.

ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] - გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო - ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- აცხადებენ სუს-ში.