რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მამები და შვილები - როგორ იქცნენ კაგებეს აგენტების ნაშიერები უცხოეთის აგენტებად

   პეცსამსახურების აგენტურა იქმნება წლობით და გადაეცემა მემკვიდრეობით - ხელისუფლებიდან - ხელისუფლებს, თაობიდან - თაობას, ზოგჯერ იყიდება უცხოეთის სპეცსამსახურებზე, მაგრამ არასოდეს ქრება, რადგან აგენტურა უკვდავია...

   დღეს, როცა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გამო Gen Z-ის მიტინგის ტალღები ჩაცხრა, ნაპირს შემორჩნენ ამაზრზენი არსებები, რომლებმაც ეს ქარიშხალი ატეხეს. სწორედ ესენი არიან უცხოური გავლენის ნამდვილი აგენტები, რომელთა მშობლები იყვნენ ქართული კაგებეს, ან კომპარტიის ნომენკლატურის აგენტები, რაც არსობრივად ერთი და იგივეა. ქართული ინტელიგენციის - ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების ცნობილი მოღვაწეები და ქართველი ელიტის სხვა წარმომადგენლები იშვიათად იყვნენ კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები, უმეტეს შემთხვევაში ესენი იყვნენ ჩველებრივი მოკვდავები ადამიუანური ვნებებით, სისუსტეებითა და მანკიერებებით. მათ სწყუროდათ მაღალი თანამდებობები და პრივილეგიები - დასვენება სპეცსანატორიუმებში, მკურნალობა ლეჩკომბინატში, ტალონები სპეცმაღაზიებში და სამსახურის შავი ვოლგები. ეს ბუნებრივი სურვილი იყო, რადგან ბევრი მათგანი თავისი შემოქმედებითა და მიღწევებით ნამდვილად იმსახურებდა შეღავათებს. მაგრამ კონკურენტების დასამარცხებლად შემოქმედებითი ტალანტი საკმარისი არ იყო - იყო აუცილებელი ხელისუფლების მხარდაჭერა ცეკას ან კაგებეს სახით. ეს ყოველთვის ორმხრივად მომგებიანი კონტრაქტი იყო და მე თუ მკითხავთ, უმჯობესია იყო მშობლიური სახელმწიფოს ორგანოთა მეურვეობის ქვეშ, ვიდრე დოლარების სანაცვლოდ უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუში ან ქვეყნიდან გადახვეწილი გამყიდველი. არადა, ზოგიერთი ამ გზასაც ირჩევდა... ამიტომაც ყოველთვის უნდობლობით ვეკიდებოდი „დისიდენტების“ შარავანდედს, რომელთა შორისაც სამში ერთი ან მოღალატე, ანდა კაგებეს აგენტი იყო, რომელიც ჩანერგვის დავალებას ასრულებდა.

როდესაც 90-იან წლებში, აბჭოთა კავშირისა და მისი კომპარტიის ლიკვიდაციის შემდეგ, ძალაუფლებაცეკადან და აგებედან ვაშინგტონის ობკომში და ცერეუში გადაინაცვლა, ბევრი აგებეაგენტისა და ცნობილი პარტმუშაკის შვილებუცხოეთის, ანუ დასავლეთის გავლენის აგენტებად იქცნენ. კლასიკური მაგალითია - სააკაშვილი, კაგებეს მემკვიდრეობითი აგენტი მესამე თაობაში. თავად მიხილ ნიკოლაევიჩმა თავისი კარიერა ასევე საბჭოთა კავშირის კაგებეს სასაზღვრო ჯარებში დაიწყო, შემდგომ კი ცერეუს და დასავლური გავლენის აგენტი გახდა.

კაგებეს აგენტებმა და პოლიტბიუროს შვილებმა მხოლოდ პატრონი შეიცვალეს, სხვა მხრივ, ყველაფერი უცვლელი დარჩა, ოღონდ ხალხის ბედი წყდებოდა უკვე არა ცეკაში, არამედ ამერიკის საელჩოში, სადაც ცერეუს თანამშრომლები, დიპლომატიურ საფარქვეშ, საქართველოს არაკეთილსაიმედო მოქალაქეების სიებს ადგენდნენ. მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ადამიანები ამ სიებში ხვდებიან, წესიერებაა, პატრიოტიზმი და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილია (ძალიან რთულია სამშობლოსათვის თავდადებული პატიოსანი მოქალაქეების შანტაჟი, მაშასადამე - მათი გადაბირება და გაკონტროლება).

   უნდა აღინიშნოს, რომ სანამ უცხოური გავლენის აგენტები გახდებოდნენ, პარტმუშაკებისა და წითელი დირექტორების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მოღვაწეების შვილებმა, რომლებიც დღეს ქართული ოპოზიციის ლიდერები არიან, საკუთარი თავი ჯერ მოსკოვს შესთავაზეს. მოსკოვში ისინი კარგად შეისწავლეს, მათ მიმართ ინტერესი არ გამოიჩინეს და საგრანტო ხაზზეარ ასვეს (ფულში არ აბანავეს), ამიტომ ისინი უცხოეთის, ანუ დასავლეთის აგენტები მოსკოვის ჯიბრზე გახდნენ. მოსკოვში კი მათ უთხრეს: „გსურთ აღადგინოთ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის? თქვენ ამტკიცებთ, რომ გაქვთ ამისათვის საჭირო პოტენციალი და ელექტორატი? ძალიანაც კარგი, მაშ დაიწყეთ, ამას მხოლოდ ივესალმებთ!”. სწორედ ამიტომ, ქართულ ოპოზიციას, რომელიც 12 წელი გაჰყვიროდა საქართველოში რუსი პროპაგანდისტების ლეგიონზე, დღეს უკმაყოფილოა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით, რომლის მოქმედებაც ალბათ მხოლოდ ორიოდე რუსულ ორგანიზაციას შეეხება, სამაგიეროდ, მოახდენს მრავალი არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციის - დასავლეთის აგენტების ლუსტრირებას.

   მეტსაც ვიტყვი - ახლაც კი ქართული ოპოზიციის ლიდერები - უცხოური გავლენის აგენტები - მზად არიან შეცვალონ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია დასავლურიდან - რუსულზე, თუ მოსკოვი შესთავაზებს მისაღებ პირობებს, პირველ რიგში - ფულს. ეს ეხება როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ უპარტიო პოლიტიკოსებს (ბურჯანაძე, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, უსუფაშვილი, ნათელაშვილი და სხვ.), ასევე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისეთ სტაჟიან უცხოელ აგენტებსაც კი, როგორც, მაგალითად, ბოკერია და სააკაშვილის (ჟვანიას) გუნდის თითქმის ყველა სტაჟიანი წევრი. საჭირო როდია იმის დამატება, რომ მოსკოვში დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით ხშირად ჩასული მთელი კონსერვატიული ფლანგის ყიდვა შესაძლებელია ბითუმად და საცალოდ, თანაც - გაცილებით იაფად, ვიდრე პროდასავლურისა. ყველა ქართველ პოლიტიკოსისთვის, გამონაკლისის გარეშე, უფრო კომფორტულია საქმის დაჭერა მოსკოვთან, ვიდრე ვაშინგტონთან, რომელიც ბოლო დროს მათ სულ უფრო ნაკლებ დოლარს უყრის, რადგან ამჯობინებს არასამთავრობო ორგანიზაციების დასპონსორებას - ფულის დაბანდებას NGO, GEN Z და სტუდენტებში. ამიტომ, მსუბუქი ნარკოტიკებითა და იოლი ფულით გატაცებული, უდარდელი ცხოვრების მოყვარული ჭაბუკები და ქალიშვილები, მათ შორის, LGBT-ს წარმომადგენლები დღეს არა კაგებესთან დებენ თანამშრომლობის ხელწერილს, არამედ აფორმებს კონტრაქტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რაც უზრუნველყოფს მათ კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ უზრუნველყოფას (გრანტებს).

   „ეს დაღუპავს ქართვესაზოგადოებას!“ - მიპასუხა ედუარდ შევარდნაძემ, როცა ვკითხე, - რატომ არ აამოქმედეს უკვე მიღებული კანონი პარტიული და კომკავშირის მუშაკების, კაგებეს თანამშრომლებისა და აგენტების ლუსტრაციის შესახებ. შესაძლოა მაშინ შევარდნაძე მართალი იყო - ქართველი საზოგადოება ვერ გაუძლებდა თავისი კერპების მხილების შოკურ დოზას! პარტიულ მუშაკებსა და კაგებეს თანამშრომლებს შორის კი ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მხოლოდ ვალები დაუტოვეს...

მაგრამ როგორ უნდა მოვექცეთ დღეს უცხოეთის აგენტებს - იმ ცნობილი ადამიანების ვაჟებსა და ქალიშვილებს - მწერლების, პოეტების, მხატვრების, არქიტექტორების, მეცნიერების, ექიმების, მოსამართლეების, დირექტორებისა და პარტიული მუშაკების, რომლებიც კაგებესა და ცენტრალური კომიტეტის დავალებებს ასრულებდნენ? არა მგონია, რომ მხოლოდ კანონი უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ განკურნავს დაქსაქსულ ქართულ საზოგადოებას და დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან. საჭიროა უცხოეთის აგენტების სრული ლუსტრაცია, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - რუსეთისა თუ დასავლეთის, ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლები, თუმცა ეს უზარმაზარ რისკუკავშირდება. დაქსაქსული ქართვესაზოგადოების გაერთიანება მხოლოდ სიმართლეს შეუძლია, რაც არ უნდა მწარე იყოს ის. ერთია, როცა მშობლები თავიანთი სახელმწიფოს უშიშროების აგენტები იყვნენ და სულ სხვაა, როცა მათი შვილები ასრულებენ უცხოეთის სპეცსამსახურების დავალებებს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ - საქართველოს, რომლის მოქალაქეებიც არიან.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 1 ივლისი
საქართველო, თბილისი