უცხოეთი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება, - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ში ირანის მისიის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის კონფლიქტში „წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა“.
interpressnews.ge