აქტუალური
საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.