საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობა

dedofliwyaroროგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებმა 75 წლის მარიამ ჯანაშვილმა 2010 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკრებულოს დახმარების სახით გამოეყო 500 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც აუცილებელი იყო მისი სახლის შესაკეთებლად.

სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა. ჯანაშვილის სახლი კიდევ უფრო დაზიანდა და შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება. შედეგად 75 წლის ქალბატონი ღია ცის ქვეშ დარჩა და ნათესავებთან უწევს დარჩენა.

„ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უსახსრობას სულაც არ უჩივის, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მუცნიციპალიტეტის „მამამთავარი“ ლევან ბაღაშვილი ხელგაშლილობას მხოლოდ საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების მიმართ იჩენს – გასულ წელს გამგებელმა ბაღაშვილმა საკუთარ ნათესავს – ავთანდილ ბაღაშვილს, 2010 წლის 7 მაისის № 252 ბრძანების საფუძველზე საკუთარი სახლის ფასადური შეკეთებისთვის გამოუყო 6 000 ლარი. დახმარების გასაწევთა სიაში „აღმოჩნდა“ მისი ახლო ნათესავი დავით ბაღაშვილიც. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა შესწავლილ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის – ლევან ბაღაშვილის, საქმიანობა“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წერილში.

 

საქინფორმი