უცხოეთი
ანჯეი დუდა ჩინეთში ჩავიდა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ეკონომიკური საკითხები.

„ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენსკენ და აიძულებს მათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადონ“, - განაცხადა ანჯეი დუდამ გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩინეთის გავლენა რუსეთზე უზარმაზარია.

„რუსეთი დღეს არის აგრესორი უკრაინაში და ეს არის ის, რაც მე მსურს პრეზიდენტ სი ძინპინთან განვიხილო. ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის ჩვენი თვალსაზრისის წარდგენა, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დუდამ.

interpressnews.ge