პოლიტიკა
ებრაელ სამხედროებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ

akrzalvaისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ოპერატიულმა განყოფილებამ ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საკუთარ ოფიცრებსა და რიგითებს რეგიონის 36 ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

ებრაული მედიის ინფორმაციით, სიაში საქართველო, ჩეჩნეთი, აზერბაიჯანი, ტაილანდის სამხრეთი რაიონები, ქაშმირი, თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი და კენიის რამდენიმე რაიონი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ აკრძალული ქვეყნების სიიდან სომხეთი ამოიღეს. ის იმ ქვეყნების ჩამონათვალში იყო, რომლებში გამგზავრებასაც საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული შტაბი არ ურჩევდა.

 

საქინფორმი