პოლიტიკა
სააკაშვილი პერუში ვიზიტს აგრძელებს

peruპერუს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩასული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ვიზიტს აგრძელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიალის გარდა, ლიმაში პერუს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც იმართება, რაც ორ დღეს გასტანს. საქართველოს პრეზიდენტი დაგეგმილ ღონისძიებებში ოლანტა ჰუმალას პირადი მიწვევით მონაწილეობს. ის სამხედრო აღლუმსაც დაესწრება.

„საქართველოს პირველი პირი პერუში რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერებთანაც მართავს შეხვედრებს. იგი უკვე შეხვდა პანამის პრეზიდენტ რიკარდო მარტინელს, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ლიმას მერ სუზანა ვილარანთან, რომელიც საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და მიღწეული წარმატებებით დაინტერესდა. საუბარი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო. მხარეებმა ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც განიხილეს“, – განმარტავენ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.

საქინფორმი