საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8071 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0045 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0151 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.