საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.4%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8%), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0%), მშენებლობა (10.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6%), სხვა სახის მომსახურება (-11.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8%).
„საქსტატი“ დაზუსტებულ მონაცემებს 2024 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.