უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ქვეყნის კომუნისტ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მედიის ინფორმაციით, პუტინის თვითმფრინავი ჰანოის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი, ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში, კომუნისტური პარტიის ლიდერს, ნგუენ ფუ ჩონგის, პრეზიდენტ ტო ლამს და პრემიერ-მინისტრ ფემ მინი ჩინს შეხვდება.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პუტინის ვიზიტი ეკონომიკურ, განათლებისა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხება.

ვლადიმერ პუტინი, ვიეტნამში ჩასვლამდე, ფხენიანში იმყოფებოდა, სადაც მან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის პაქტი გააფორმეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

interpressnews.ge