საზოგადოება
ძლიერი სიცხის გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა

zharaძლიერი სიცხის გამო დედაქალაქის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

მაღალი ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება და უახლოესი დღეებისთვის სინოპტიკოსები კვლავ ძლიერ სიცხეს პროგნოზირებენ.

მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ, დღის საათებში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქუჩაში გასვლას თავი აარიდონ.

 

საქინფორმი