სამართალი
სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი დააკავეს

dakavebaa_SSSსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ჩადენის ფაქტზე სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის II რანგის კაპიტანი ზებარ ცინცაძე, მასტერ-მიჩმანი ტრისტან ჩანქსელიანი და საპატრულო კატარღა „ტორნადოს“ მეთაური, ლეიტენანტი ნუკრი მიქიაშვილი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, ზებარ ცინცაძემ, ტრისტან ჩანქსელიანისა და ნუკრი მიქიაშვილის დახმარებით, მის გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სამსახურებრივი დიზელის საწვავი მიითვისა.

„საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. დაკავებული პოლიციელები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული დანაშაულისათვის მოქმედი კანონმდებლობა თავისუფლების შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

საქინფორმი