სამართალი
საქართველოში ძებნაში 3 743 ადამიანი იმყოფება

wantedმიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში ძებნა 4 141 ადამიანზე გამოცხადდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამათგან დაიძებნა 398 ადამიანი, რაც ძებნილთა მთლიანი რაოდენობის 9,6%-ს შეადგენს.

ამჟამად ძებნაში ქვეყნის მასშტაბით 3 743 ადამიანი იმყოფება. აქედან თბილისის ძებნილთა სიაში 1058 ირიცხება.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით ძებნაში 4 385 ადამიანი იმყოფებოდა, რაც მიმდინარე მაჩვენებელზე 244-ით მეტია.

 

საქინფორმი