საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში აღარასოდეს გაემგზავრება.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთსა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ შორის რთულ ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება გაიხსენა.
„ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ იგი მონაწილეობდა ომის მომზადებაში, წაახალისა, სჯეროდა და აზერბაიჯანს გამარჯვება უსურვა. ამის მერე წავალ ბელარუსის ხელმძღვანელთან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ ფორმატში რამის განსახილველად? ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში აღარ წავალ, ვიდრე ბელარუსში პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. და საერთოდ, ვაცხადებ, რომ ამიერიდან სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ წავა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
1tv.ge