საზოგადოება
გრიგოლ ლილუაშვილი: სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში პოზიციების გაძლიერებისთვის

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შესახებ ინფორმაცია. ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა.

ამასთან, ლილუაშვილმა ისაუბრა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რომელიც, მისი შეფასებით, რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით.

ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ოჩამჩირის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განვიხილავთ რუსეთის და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული ქალაქ სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რომლის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.