საზოგადოება
წყალტუბო დეპუტატების მისაღებად ემზადება

ckaltuboქუთაისში პარლამენტარებისთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვისაც მუშაობენ.

როგორც საქინფორმს ქუთაისიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო უწყება ქუთაისში გადავა, დეპუტატები წყალტუბოში სანატორიუმ „მეშახტეში“ დაბინავდებიან. ამჟამად სანატორიუმში 140 დევნილი ოჯახი ცხოვრობს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი უკვე შესთავაზა. დევნილებისთვის ქალაქ წყალტუბოში უკვე აშენდა კორპუსები, სადაც მათთან ერთად სხვა სანატორიუმების დევნილებიც შესახლდებიან.

მას შემდეგ, რაც დევნილებს „მეშახტედან“გამოასახლებენ, სანატორიუმის რეაბილიტაცია დაიწყება და მას დეპუტატების მისაღებად გაამზადებენ.

 

საქინფორმი