საზოგადოება
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების კუთხით.
გავრცელებული ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების გაფართოება, თავდაცვის, სამხედრო-სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.