საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროებს შორის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა.
მიმდინარე წლის 8 ივნისს ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.