საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახსენებს ბირთვულ იარაღს, რადგან უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე საუბრობს და ჯო ბაიდენმა არ იცის, როგორ უპასუხოს ამას, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომამდე მივა.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათო დროა.
ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინის ომი და ისრაელზე თავდასხმა არ მოხდებოდა.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა: „ისრაელი საქმეს სწრაფად და ძლიერად დაასრულებს, დაუბრუნდებიან ცხოვრებას, რადგან ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მათ უნდა დაასრულონ საქმე. ეს ნიშნავს გამარჯვებას. არის ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმა არ მომხდარა. იცით ადამიანები, რომლებიც ჰოლოკოსტს არ აღიარებენ. ეს ერთი და იგივე ხალხია. ისრაელს 15 წლის წინ აშშ-ში ჰყავდა ყველაზე ძლიერი ლობი. ახლა ებრაელი ჩაკ შუმერიც კი პალესტინელივით იქცევა“.
1tv.ge