სამართალი
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7939 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0416 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0359 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.