უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთისგან სამშვიდობო ხელშეკრულების ახალი პროექტი მიიღო, რომელშიც ღია საკითხების რაოდენობა შემცირებულია

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა სომხეთისგან სამშვიდობო ხელშეკრულების ახალი პროექტი მიიღო, რომელშიც ღია საკითხების რაოდენობა შემცირებულია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მთელ რიგ საკითხებზე პოზიტიური განვითარება შეიმჩნევა და არის დადებითი დინამიკა.

„ნორმალიზაციის პროცესის სხვა ელემენტებს შორის არის სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნაწილის დელიმიტაცია და დემარკაცია. შედეგად, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები მხარეებს შორის მიმდინარე პროცესზე, ოთხი ოკუპირებული აზერბაიჯანული სოფლის გათავისუფლების დადებით გავლენაზე“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

1tv.ge