აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914ლარი გახდა

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7914 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0236 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.