უცხოეთი
მაიკლ როთი - რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს - ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს: ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.

„რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. დემოკრატია ასე მუშაობს. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ. ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს: ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს“, - წერს მაიკლ როთი.

interpressnews.ge