საზოგადოება
ამერიკას სურს, საქართველოში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე შეთანხმება ოქტომბრამდე შედგეს

alasaaaaaროგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია სენატორებს – ჯო ლიბერმანსა და ჯონ მაკეინს, შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერის აღნიშვნით, „მოხარულია იმ ფაქტით, რომ ფინანსური კრიზისის ფონზე ამერიკელმა სენატორებმა გამონახეს დრო საქართველოზე სასაუბროდ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“.

„თუკი ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა დემოკრატიულად, არჩევნების გზით, ეს დაუტოვებს ძალინ დიდ ადგილს დაპირისპირებასა და პოლარიზაციას. ამიტომაც ყველა ვთანხმდებით როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა,  რომ  აუცილებელია შემდეგი არჩევნები იყოს თავისუფალი. მიხეილ სააკაშვილმა კი არ უნდა დანიშნოს პარლამენტი, არამედ საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს. ამიტომაც საუბრები საქართველოს დემოკრატიაზე არის ცენტრალური საკითხი  ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკელები საქმის კურსში არიან,  რომ შეთანხმების  შანსი, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პოლიტიკურ ოპოზიციას, ამ ეტაპზე ხელიდან გაშვებულია. მაგრამ მათ უნდათ, რომ შეთანხმება შედგეს ოქტომბრამდე, ანუ პარლამენტმა მიიღოს ის კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას სჭირდება, სჭირდება თითოეულ მოქალაქეს  და ამაში გვაქვს კონგრესმენებისა და სენატორების სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა ალასანიამ.

 

საქინფორმი