საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ – 20 ათასი, გააგრძელონ და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს არ მოერგება, დაჯარიმდება.
„კანონი მიღებულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია ჯარიმა, შემდეგ – 20 ათასი. გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ. ეს მხოლოდ კარგია. ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს მოერგება, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ვინც არა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
საია-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“.