უცხოეთი
საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს.
მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
interpressnews.ge