პოლიტიკა
„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ახალ თანაშემწესთან, ბატონ რუბინთან ის საარჩევნო რეფორმა განვიხილეთ, რომელიც, ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, ბოლომდე არ არის მიყვანილი. აუცილებელია, რომ ქართველ საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, მომავალ არჩევნებზე თავისუფლად აირჩიოს ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს. საარჩევნო რეფორმა დასრულებული არ არის და მოლაპარაკებები უნდა გაგარძელდეს“, – განაცხადა ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შეხვედრებს სენატსა და კონგრესშიც გამართავს. დაგეგმილია ირაკლი ალასანიას შეხვედრები გავლენიან სენატორებთან – ჯონ მაკეინთან და ჯო ლიბერმანთან.
საქინფორმი