საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი.
„ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არის შეუსაბამო ევროპულ გზაზე.
საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მას აქვს ძალიან დაბალი თავსებადობაა და ესეც უნდა აღინიშნოს. თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უნდა შეესაბამებოდე კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.