აქტუალური
იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება ციხეში

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან", - განაცხადა ბრეგაძემ.