უცხოეთი
საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ის, რაც ღაზაში ხდება, არ არის გენოციდი, ჩვენ უარვყოფთ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ისრაელი არის მსხვერპლი.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რათა ერთად დავამარცხოთ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი და „ჰამასის“ სხვა ჯალათები. ჩვენ გვსურს „ჰამასის“ დამარცხება და ვმუშაობთ ისრაელთან ერთად, რათა ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბოლომდე იბრძოლებს მძევლების გათავისუფლებისთვის.
1tv.ge