საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ირანში ხელისუფლების შტოების ხელმძღვანელებმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ივნისი დაასახელეს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს საბჭოს ფორმირებას, რომელიც განაგებს ქვეყნის აღმასრულებელ საქმეებს 50 დღის ვადით და ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას.
შეგახსენებთ, ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, რასაც ყველა მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
interpressnews.ge