მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მორწმუნეთა პრობლემების შესახებ დიალოგის დაწყების თაობაზე საზეიმოდ განაცხადეს.
„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან. მისი თქმით, აშკარაა, რომ არსებობს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მეორე მხრივ კი, ამჟამად არსებობს გარკვეული კანონიკური უწესრიგობა როგორც ერთ, ისე მეორე ადგილზე. აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „ეს კანონიკური უწესრიგობა ადამიანების სულიერ ცხოვრებას ვნებს. ამიტომ ღია, ძმურ გარემოში განვიხილეთ ეს საკითხი და მოვილაპარაკეთ, კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რათა, ღვთის წყალობით, მომავალში გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც დაეხმარებოდა ამ ორ ეკლესიას მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდებაში, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და – ყველაზე მთავარი, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი განხეთქილების აღკვეთას“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა და უდიდესი კმაყოფილება გამოხატა შეხვედრაზე არცთუ იოლი საკითხების განხილვის გამო.
თავის მხრივ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ ხშირი შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს. „მართლაც, პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს ძმური და მეგობრული“, – ბრძანა ილია მეორემ.