პოლიტიკა
„ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას, საქართველოს რეკომენდაციებსაც მივაწვდით. თანამშრომლობა ყველა სფეროში უნდა გავაძლიეროთ, განსაკუთრებით – ეკონომიკის კუთხით. საქართველოში ინვესტორები უნდა ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ. ჩვენი კარი ღიაა ქართველი ინვესტორებისთვისაც. საქართველოს განვითარების სწორი გზა აქვს არჩეული და დადგა დრო, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა კომოროვსკიმ.
ამასთან, კომოროვსკის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქინფორმი