სამართალი
დევნილთა გამოსახლების პროცესის მესამე ტალღის დაწყებას არასამთავრობოები გააპროტესტებენ

aqcia-gamosaxleba2დევნილების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების – „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ – ორგანიზებით დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით: „მე დევნილი ვარ!“

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყველა ერთად უნდა იდგეს და ერთად უნდა გააპროტესტოს ის უსამართლობა, რასაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ახორციელებს.

მათი იფნორმაციით, ხელისუფლება 2008 წელს შესახლებული დევნილების გამოსახლებას აპირებს.

„უახლოეს დღეებში იგეგმება სანზონაში მდებარე მე-8 საავადმყოფოს შენობიდან დევნილების გამოსახლება, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე ობიექტია, საიდანაც დევნილებს გამოასახლებენ. აღნიშნული პროცესი უკანონოდ ხორციელდება, რითაც დევნილების უფლებები ირღვევა“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და საზოგადოებას დევნილების უფლებებისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 

საქინფორმი