სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი.

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, ვიდრე „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა.

გაუმარჯოს ერთობას!

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”, - წერს სააკაშვილი.