პოლიტიკა
„ბელარუსთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტსაც ვესაუბრე. ჩვენ გვესმის, რა პრობლემებიც არსებობს ბელარუსში. იმის მტკიცება, რომ რუსეთი ბელარუსზე დემოკრატიული ქვეყანაა, აბსურდია. ბელარუსი, რუსეთისგან განსხვავებით, მისი მეზობელი ქვეყნის ოკუპაციას არ ახორციელებს და მასთან მიმართებაში იზოლაციის პოლიტიკის წარმოება, როგორც ეს ზოგჯერ ხდება, ზრდის შანსს იმისა, რომ ბელარუსი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ მოექცეს და სუვერენიტეტი დაკარგოს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს ძალიან ნიჭიერი ერია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეშფოთებას იწვევს, როგორც არასდროს, დიალოგის წარმოებაა აუცილებელი“.
საქინფორმი