საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში სოციალური ვაუჩერები არ დარიგებულა

saz_vaucherროგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრმა საქინფორმს აცნობა, სოციალური ვაუჩერები, რომლებითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ყველა ოჯახი, ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც სხვა დანარჩენი კარგად გაპიარებული სამთავრობო პროექტები.

წალენჯიხის რაიონის სოფელი ლიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაუჩერები დღემდე არ მიუღია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვაუჩერები არც სხვა სოფლებში დაურიგებიათ.

მოსახლეობა ამ უკანონობაში წალენჯიხის გამგებელ მამუკა ქარდავასა და სოფელ ლიის გამგებელ ვახო კვირკველიას ადანაშაულებს.

„სოფელ ლიის მცხოვრებნი ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს სამეგრელოს რეგიონი დიდი პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა. როცა მათ სჭირდებოდათ, გამოგვიყენეს, ხოლო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამეგრელოს რეგიონი სულ მიივიწყეს. მეტიც, უფრო უარესად გაპარტახდა სამეგრელო. ჩვენი ხალხი ხელისუფლებას არჩევნებიდან არჩევნებამდე სჭირდება და ახლა 20-ლარიანი და 30-ლარიანი სოციალური ვაუჩერის მოლოდინში ვართ“, – მთელი წელია, აცხადებენ სოფელ ლიის მცხოვრებნი.

ფაქტია, რომ სამეგრელოში ვაუჩერების დარიგების პროექტი ჩავარდა და მოსახლეობა ისედაც მიზერული დახმარების გარეშე დარჩა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

საქინფორმი