აქტუალური
ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე დაფუძნებული უნდა იყოს, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე, ევროპის დღე, ზეიმის მიზეზი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, გული სტკივა.

ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს ტოივო კლაარი.