აქტუალური
თურქეთის საელჩოს პრესცენტრის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 28 ივლისს, 12 საათზე, ქ. სივასის პოლიციის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყობა პოლიციის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს თურქეთში ავღანეთში პოლიციელობის კანდიდატების სწავლებას და ხორციელდება თურქეთის, იაპონიისა და აშშ-ის მხარდაჭერით.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის ვებ გვერდზე www.byegm.gov.tr გავრცელებულია განცხადება პრესისათვის.ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა პრესის თანამშრომლებმა სააკრედიტაციო ფორმები ა.წ. 27 ივლისს, 17.00 საათამდე, უნდა გააგზავნონ მითითებულ ფაქსზე ან ელფოსტის მისამართზე.
„წინასწარ გიხდით მადლობას აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს მასმედიის ორგანოებში გავრცელების საკითხში აღმოჩენილი დახმარებისათვის“, – ნათქვამია თურქეთის საელჩოს პრესცენტრის წერილში.
საქინფორმი