აქტუალური
საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.
„ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.