საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან ვარშალომიძეს
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში 12 ივლისს დაწყებულ მსოფლიო კულტურათა დღეებში მონაწილე ქვეყნებს შორის აჭარა და საქართველო ცალ-ცალკეა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა, ის არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და მისი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში საქართველოსგან დამოუკიდებლად მკაფიოდ მიანიშნებს, რომ არსებობს მიზანმიმართული მცდელობა, აჭარა მსოფლიოს თვალში სუვერენულ სუბიექტად წარმოჩნდეს!
ვეჭვობთ, რომ დაიწყო შეჩვევის კამპანია აჭარის საქართველოდან ეტაპობრივი ჩამოშორებისა.საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედარი“ ვაცხადებთ პროტესტს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ განგვიმარტოთ, თუ ვისი ინიციატივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება აჭარის ზემოხსენებულ ღონისძიებაში საქართველოსგან დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ.
თუ საქართველოს მტრების მიერ ჩადენილი ეს ქმედება დარჩება რეაგირების გარეშე, ჩავთვლით, რომ ჩვენი ეჭვი საფუძვლიანია და საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე.
საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს სახელით,
გენერალური მდივანი
ჯულიანა დიუმა
ლონდონი,
27 ივლისი, 2011 წ.
(საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ უფლებამოსილია მკითხველს შეატყობინოს, რომ ანალოგიური მიმართვა გაეგზავნა ღონისძიების ორგანიზატორებსა და სტამბოლის მერიას)