საზოგადოება
კუკავა, გაჩეჩილაძე და ბესელია არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებენ

kukava23უკვე რამდენიმე დღეა, ქართული პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული პარტიის“ ყოფილი თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და „საზოგადოებრივი კამპანია – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ხელმძღვანელი ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ.

საქინფორმი შეეცადა, სამივე მათგანს დაკავშირებოდა, თუმცა გაჩეჩილაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, ეკა ბესელია კი მხოლოდ მოკლე კომენტარს აკეთებს და პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

საქინფორმი კახა კუკავასაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუკი ვინმე მის პარტიაში გაერთიანდება, თუმცა ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის. „ლევან გაჩეჩილაძისა და ეკა ბესელიას გვარების ხშირი ხსენება ჩემთან ერთად გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ჩვენ ახალ პარტიას ვქმნით, არამედ – ხშირად ვხვდებით და მეგობრები ვართ. არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე კონსულტაციები ჩვენ შორის არ მიმდინარეობს“, – განმარტა კუკავამ.

 

საქინფორმი