უცხოეთი
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.
interpressnews.ge