სამართალი
თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

arrested5თურქეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. ნოდარ თოდუა, ვალერი ჭაავა, ლაშა ვაშაყმაძე, დავით რუხაია და ზვიად კობახიძე სავაჭრო ობიექტებში, ძირითადად, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში, საქონლის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილნი.

მათ მწყობრიდან გამოჰყავდათ უსაფრთხოების სისტემა, რის გამოც განგაშის სიგნალი არ ირთვებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს თურქეთიდან დეპორტაცია ემუქრებათ.

 

საქინფორმი