სამართალი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს 11 მაისი და აქციაზე მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა.

მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ {აქციაზე} არ ყოფილან მოვიყვანოთ”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.