სამართალი
საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებული იყო გმირთა მოედანი.
ადგილზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!".
მომიტინგეებმა წრე შემოარტყეს გმირთა მოედანს.
აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.